ხავიერ კოლომინა – ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ისტორიულ დღეს, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ისტორიულ დღეს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
კოლომინას თქმით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს ხავიერ კოლომინა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
Congratulations to the Georgian people and the Georgian authorities! In a historic day the #EUCouncil has decided to grant candidate status to 🇬🇪. #NATO strongly supports Georgia Euro Atlantic aspirations pic.twitter.com/nKBsU8BMIE
— Javier Colomina (@JavierColominaP) December 14, 2023