ხავიერ კოლომინა – თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს
ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, კანონპროექტი არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს.
„საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი საფუძველი მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს“, – წერს ხავიერ კოლომინა.
#NATO is concerned about the draft law passed in 1st reading in Tbilisi. Key for #Georgia, as NATO aspirant, to have the right framework to ensure media freedom & civil society participation. This draft is a step backwards, & does not further 🇬🇪 goal of Euro-Atlantic integration
— Javier Colomina (@JavierColominaP) March 8, 2023