ხავიერ კოლომინა - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას
ხავიერ კოლომინა - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას.

მისი თქმით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

„მივესალმები სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ, ნდობის აღდგენის სხვა ღონისძიებებსა და მკაფიო ვალდებულებას, მიაღწიონ დიდი ხნის ნანატრ სამშვიდობო შეთანხმებას. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ამ ძალისხმევას და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“, – წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის აპარატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.