ხავიერ კოლომინა – ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გაიმართა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს ეხმაურება.
ხავიერ კოლომინას თქმით, ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.
„ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, -წერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდა.
NATO does not recognize the legitimacy of the elections which took place on Saturday in the Georgian region of Abkhazia. The Alliance continues to support Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders.
— Javier Colomina (@JavierColominaP) March 14, 2022