ხავიერ კოლომინა – დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო, გულწრფელი სამძიმარი ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან, ფიქრებით მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვართ

13:23, 07.08.2023

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყრის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან. ფიქრებით მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

მსგავსი