ხავიერ კოლომინა - ჩემი აზრით, საქართველო იქნება მიწვეული ვაშინგტონის სამიტზე, ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, მისაწვევად საკმარისი საფუძველი არსებობს
ხავიერ კოლომინა - ჩემი აზრით, საქართველო იქნება მიწვეული ვაშინგტონის სამიტზე, ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, მისაწვევად საკმარისი საფუძველი არსებობს

ჯერ საუბარიც არ დაგვიწყია ვაშინგტონის სამიტზე პარტნიორების მოწვევაზე, ახლახან დავიწყეთ მსჯელობა, რა იქნება არსებითი და პრიორიტეტული ამ სამიტზე, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

კოლომინას თქმით, საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იყოს მიწვეული ვაშინგტონის სამიტზე.

„ამ ეტაპზე უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ვიმუშავებთ ისევ პარტნიორებს შორის იმ ატმოსფეროს შექმნაზე, რასაც უკრაინის დახმარება ჰქვია, გავაგრძელებთ მუშაობას თავდაცვისა და შეკავების გადაწყვეტილებებზე, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ. ასევე, ვმუშაობთ სამხრეთით პარტნიორებთან, რაც ახლა ძალიან რელევანტურია. როგორც გითხარით, რთულია ახლა იმაზე საუბარი, ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. ეს საუბრები მოკავშირეებს შორის უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, საქართველო იქნება მოწვეული და წარმოდგენილი. ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იქნება მოწვეული. მოწვევა მოვა უმაღლეს დონეზე თუ მინისტრის დონეზე, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს საქართველო სამიტზე იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კოლომინამ.