ხავიერ ბეტელი - კარგად ვიცნობ ვიქტორ ორბანს, რთული იქნება მისი დარწმუნება, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ფინანსურ დახმარებას
ხავიერ ბეტელი - კარგად ვიცნობ ვიქტორ ორბანს, რთული იქნება მისი დარწმუნება, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ფინანსურ დახმარებას

პირველ თებერვალს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე რთული იქნება უნგრეთის დარწმუნება, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ფინანსურ დახმარებას, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საკმაოდ რთულია. მე კარგად ვიცნობ ვიქტორ ორბანს. მისი დარწმუნება ადვილი არ იქნება. თუმცა, ახლა ჩვენ ვიცით, ჩვენ თუ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, ვინ იქნება შემდეგი, ვინც რუსეთის შემოჭრას დაუპირისპირდება“, – აღნიშნა ბეტელმა.

მისივე თქმით, კიევს სჭირდება როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური დახმარება და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ კუთხით შეთანხმებას მიაღწევენ.

ამასთან ერთად, ბეტელმა აღნიშნა, რომ, უკრაინის სამხედრო დახმარების გარდა, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება აშშ-ის პრეზიდენტად.