ხათუნა ზახაშვილი - როგორც კი ექიმი კოვიდგადატანილ ადამიანს აძლევს გამოჯანმრთელებულის სტატუსს, მისი აცრა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით
ხათუნა ზახაშვილი - როგორც კი ექიმი კოვიდგადატანილ ადამიანს აძლევს გამოჯანმრთელებულის სტატუსს, მისი აცრა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით

იმ მომენტიდან, როგორც კი ექიმი აძლევს შემთხვევას გამოჯანსაღებულის სტატუსს, მისი აცრა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით, მათ შორის გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

„ერთადერთი უკუჩვენება ნებისმიერი ვაქცინაციის კოვიდთან მიმართებაში არის დაავადების მწვავე პერიოდი. იქამდე, სანამ შემთხვევა ექიმის მიერ განიხილება როგორც მწვავე, მისი აცრა არ უნდა მოხდეს არც გრიპის ვაქცინით, არც სხვა გეგმური ვაქცინაციით, რომლითაც იცრებიან ჩვენს ქვეყანაში ბავშვები. იმ მომენტიდან, როგორც კი ექიმი აძლევს შემთხვევას გამოჯანსაღებულის სტატუსს, მისი აცრა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით, მათ შორის გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინით“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.