ხათუნა ზახაშვილი - ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა და ადამიანთა გადაადგილების გააქტიურება აუცილებლად იქნება დაკავშირებული შემთხვევების მატებასთან, შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ფრთხილად, დაკვირვებით და თანმიმდევრულად
ხათუნა ზახაშვილი - ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა და ადამიანთა გადაადგილების გააქტიურება აუცილებლად იქნება დაკავშირებული შემთხვევების მატებასთან, შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ფრთხილად, დაკვირვებით და თანმიმდევრულად

მგონია, რომ ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა და ადამიანთა გადაადგილების გააქტიურება აუცილებლად იქნება დაკავშირებული შემთხვევების მატებასთან, შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ფრთხილად, დაკვირვებით და თანმიმდევრულად ნელ-ნელა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების პირველ თებერვლამდე შენარჩუნების გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გუშინ მიიღო, ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას ეფუძნება.

„გახანგრძლივებაზე აქ არ არის საუბარი. აქ არის საუბარია ბიზნესის სათანადო მზაობაზე, რათა გახსნის შემთხვევაში მათ შეინარჩუნონ მდგრადობა და შეამცირონ რისკები მათი მოქმედების არეალში. ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება იმ ეპიდსიტუაციას, რაც გვაქვს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ მდგრადად შევინარჩუნოთ დღეს უკვე ასე ვთქვათ გამოჩენილი „კოვიდის“ შემთხვევების კლების ტენდენცია უნდა მივყვეთ ამ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ პირველი თებერვლიდან სრულად მოიხსნას შეზღუდვები, ეს საკოორდინაციო საბჭოს გადასაწყვეტია, „რომელსაც იღებს ის მუდმივი მეთვალყურეობის და მულტისექტორული განხილვის შედეგად“.

დატოვე კომენტარი