ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის საქართველოში რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული

17:09, 01.04.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რეინფიცირებასთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული.

„დღეისთვის კვლევაშია და რეგისტრირებულია 140-მდე საეჭვო შემთხვევა, მათ შორის 16-მდე ნიმუშის კვლევა დასრულებულია და სამ შემთხვევაში დადასტურებულია რეინფიცირება. კვლევები გრძელდება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი