ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან შეშა მიიტანეს
ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან შეშა მიიტანეს

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშა მიიტანეს.

სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ შეშა ტერიტორიაზე შეიტანეს.

ხათუნა სამნიძის თქმით, მათ შეშა პარლამენტთან კანონიერად მიიტანეს. მისივე განმარტებით, სამართალდამცველებს მიმართეს, თუ შეშის შეტანა არაკანონიერი იყო, შესაბამისი ოქმი შეედგინათ, რაც ვერ შეძლეს.

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეშისა და კასრების მიტანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რის გამოც დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე წალმის მიტანა სცადეს, თუმცა, მათი თქმით, სამართალდამცველებმა ამის საშუალებაც არ მისცეს.