ხათუნა სამნიძე - ვცდილობთ, ხვალისთვის იყოს ამნისტიაზე ერთი კანონპროექტი, რომელიც შეთანხმებული იქნება ორივე მხარესთან
ხათუნა სამნიძე - ვცდილობთ, ხვალისთვის იყოს ამნისტიაზე ერთი კანონპროექტი, რომელიც შეთანხმებული იქნება ორივე მხარესთან

ვცდილობთ, ხვალისთვის იყოს ამნისტიაზე ერთი კანონპროექტი, რომელიც შეთანხმებული იქნება ორივე მხარესთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონვენცია იცავს ამნისტიის პროექტს იმისგან, რომ ამნისტია არ შეეხოთ მათ, ვინც პირდაპირ დაკავშირებულია წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან, სხეულის განზრახ დაზიანებასთან.

„კარგი იქნება, რომ დარეგისტრირებული იყოს ერთი შეთანხმებული ვერსია, ამას ვცდილობთ. ეს იქნება სწორედ გაგრძელება იმ შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ეს არის სულისკვეთება, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს. ვცდილობთ, რომ ხვალისთვის იყოს ერთი კანონპროექტი, რომელიც შეთანხმებული იქნება ორივე მხარესთან, რაზეც არის ერთის მხრივ სამართლიანი გულისტკივილი, შფოთვა და სამწუხაროდ, არის სპეკულაციებიც. ჩვენ ვერსიაში, ამნისტიის ეს კანონი ხელს არ დააფარებს არც პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ ისინი ოდესმე გაექცნენ სასჯელს და არც მოძალადე ჯალათებს, რომლებმაც განზრახ, დამიზნებით დაუზიანეს ადამიანებს სხეული. ასეთი დამნაშავეები ამნისტიით ვერ აცდებიან მართლმსაჯულებას. კონვენცია იცავს ამნისტიის პროექტს იმისგან, რომ ამნისტია არ შეეხოთ მათ, ვინც პირდაპირ დაკავშირებულია წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან, სხეულის განზრახ დაზიანებასთან, რომც მოუნდეს „ქართულ ოცნებეას“ და არც არის ასეთი მოლოდნი“,- განაცხადა სამნიძემ.