ხათუნა სამნიძე - სენატორებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრობლემურ საკითხებზე, ნომერ პირველი პრობლემა, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის უცხოური გავლენის აგენტის შესახებ ინიციატივა
ხათუნა სამნიძე - სენატორებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრობლემურ საკითხებზე, ნომერ პირველი პრობლემა, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის უცხოური გავლენის აგენტის შესახებ ინიციატივა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პრობლემურ საკითხებს.

სამნიძის თქმით, პირველი პრობლემა არის უცხოური გავლენის აგენტის შესახებ ინიციატივა.

„ეს იყო მიღება, სადაც ვიყავით არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც პარლამენტიდან, ისევე როგორც ექსპერტები და, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე, რომელიც არ იყო ოფიციალური სახის, ყველა ჩვენგანმა შეძლო, ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე. ნომერ პირველი პრობლემა, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ, არის უცხოური გავლენის აგენტის შესახებ ინიციატივა, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც არის პირდაპირი გზით ზურგის შექცევა ჩვენი ევროპული გზისთვის“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.