ხათუნა სამნიძე - საქართველოდან დამაბნეველი გზავნილების, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიუხედავად, უნდა შევძლოთ, პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ ეროვნული ინტერესი პირველ ადგილზეა
ხათუნა სამნიძე - საქართველოდან დამაბნეველი გზავნილების, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიუხედავად, უნდა შევძლოთ, პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ ეროვნული ინტერესი პირველ ადგილზეა

საქართველოდან დამაბნეველი საჯარო გზავნილების, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიუხედავად, უნდა შევძლოთ, პარტნიორებს ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, დავანახოთ რეალობა, რა ხდება ქვეყანაში, რა გამოწვევებია, სად უშვებს შეცდომას ხელისუფლება და ვაჩვენოთ, რომ ეროვნული ინტერესი დგას პირველ ადგილას. ჩვენ უნდა შევძლოთ, ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ამ პროცესში გერმანიას წამყვანი როლი აქვს და საქართველოს მიმართ მისი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან დამაბნეველი საჯარო გზავნილები ისმის და შეკითხვები არსებობს, მიუხედავად დაპირისპირებისა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უნდა შევძლოთ, პარტნიორებს ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, დავანახოთ რეალობა, რა ხდება ქვეყანაში, რა გამოწვევებია, სად უშვებს შეცდომას ხელისუფლება, რატომ ვერ ვთანხმდებით ოპოზიცია და ხელისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეც ამ პროცესში და ვაჩვენოთ, რომ ეროვნული ინტერესი დგას პირველ ადგილას. ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი.

გერმანია არის წამყვანი როლის მქონე ამ პროცესში და მისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საჯარო განცხადებებით, კონკრეტული ნაბიჯებით, პოლიტიკური განცხადებებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს საპარლამენტო ვიზიტი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზეც, ვსაუბრობთ, რამდენად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ვთხოვთ პარტნიორებს გერმანიაში, რომ უფრო გააძლიერონ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის დედაქალაქში იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ​დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.