ხათუნა სამნიძე - სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს, მაგრამ კონსენსუსისთვის საჭიროა კომპრომისი
ხათუნა სამნიძე - სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს, მაგრამ კონსენსუსისთვის საჭიროა კომპრომისი

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს, თუმცა კონსენსუსის მისაღწევად საჭიროა კომპრომისი.

ხათუნა სამნიძე აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.

სამნიძის თქმით, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პირველი რაუნდი ჩაიშალა და პასუხისმგებლობა სრულად აკისრია მმართველ გუნდს, ახალი მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო ახალ კანდიდატზე. წინა პროცესი ჩაიშალა და საჭიროა ახალი მოლაპარაკებების დაწყება. ბევრჯერ გვითქვამს, რომ პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, კონსენსუსისთვის საჭიროა კომპრომისი. ჩემი მხრიდან ეს კომპრომისია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსია, პოლიტიკას დატოვებს და ჩემი ხმა ამ კანდიდატურას ეხება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.