ხათუნა სამნიძე - სააკაშვილმა საზღვარი თუ გადმოკვეთა, ქვეყნის პრობლემა იქნება, ხოლო თუ ვიდეოები ნამდვილი არ არის, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემაა
ხათუნა სამნიძე - სააკაშვილმა საზღვარი თუ გადმოკვეთა, ქვეყნის პრობლემა იქნება, ხოლო თუ ვიდეოები ნამდვილი არ არის, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემაა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება შესაბამისმა უწყებებმა ვერ მოახერხეს, ეს სერიოზული პორობლემაა.

ამასთან, სამნიძე აცხადებს, რომ ასევე სერიოზული პრობლემა იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ნამდვილი არ არის.

„თუ სააკაშვილიმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება ვერ მოახერხეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. იმის შემდეგ, რაც ათასობით ფაილი გაავრცელეს სპეცილურად სუსი-დან, არაფერი მიკვირს. ეს ვიდეოები თუ არ არის ნამდვილი, ეს უკვე არის ძალიან სერიოზული პრობლემაა თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა სამნიძემ.

დატოვე კომენტარი