ხათუნა სამნიძე - ვეთანხმები პრეზიდენტს, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, შეთანხმება აუცილებელია
ხათუნა სამნიძე - ვეთანხმები პრეზიდენტს, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, შეთანხმება აუცილებელია

„რესპუბლკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა და შეთანხმება აუცილებელია.

სამნიძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმება.

„ეს არის განცხადება, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს. როგორც ჩანს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში თვითონაც შეეჯახა იმას, თუ რამხელა პრობლემაა, როცა ქვეყანაში არ არის შეთანხმებასა და დიალოგზე დაფუძნებული მმართველობა, არამედ არის სიძულვილზე, ზიზღზე და ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით მართული პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება კოალიციური ხელმძღვანელობა და მმართველობა, შეთანხმება არის აუცილებლობა და მე მას ვეთანხმები ამ განცხადებაში“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მთავრობის შესახებ ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, თუმცა, რთულია იმის დანახვა, როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.