ხათუნა სამნიძე - „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების თუ არ ეშინია, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებზე არანაირი დათქმა არ უნდა სჭირდებოდეს
ხათუნა სამნიძე - „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების თუ არ ეშინია, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებზე არანაირი დათქმა არ უნდა სჭირდებოდეს

მძიმეა იმის მოსმენა, რომ თუ კარგად მოიქცევით, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებს შემოვიტანთო. საკონსტიტუციო ცვლილებები არის ის საკითხი, რომელზეც ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, ჩვენ ეს შევძელით და პროექტს 90-ზე მეტი ხელმოწერა აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანონპროექტში ცვლილება უნდა შევიდეს, წინასწარ უნდა იყოს კონსულტაცია მხარეებს შორის

„ეს არის პირველი ნაბიჯი დეესკალაციისკენ, თუ მისი მიღება შევძელით, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. თუ გვინდა, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, შეთანხმებულ რედაქციაში არავითარი ცვლილება არ უნდა შევიდეს. თუ ცვლილება უნდა შევიდეს, წინასწარ უნდა იყოს კონსულტაცია მხარეებს შორის და შეთანხმება, ეს როგორც გენერალური პროკურორის წესის შემთხვევაში მოხდა. თუ „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების არ ეშინია, მაშინ მას საკონსტიტუციო ცვლილებებზე არანაირი დათქმა არ უნდა სჭირდებოდეს“, – განაცხადა სამნიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პოზიციაა, რომ კანონპროექტიდან მომდევნო არჩევნებზე ჩანაწერი ამოღებული უნდა იყოს, ბარიერის კუთხით კი, რამე ცვლილება თუ იქნება, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან.