ხათუნა სამნიძე - ოპოზიციის მთელი კამპანია იყო დაფუძნებული შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ 43 პროცენტზე, ეს საფუძველი აღარ არსებობს
ოპოზიციის მთელი კამპანია იყო დაფუძნებული შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ 43 პროცენტზე, ეს საფუძველი აღარ არსებობს, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე.
სამნიძე აფასებს ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადებას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
„კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ ტარდება გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები. უამრავი პრობლემა, რომელიც იყო 202 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2021 წელსაც განმეორდა. რაც შეეხება 43-პროცენტიან ბარიერს, ოპოზიციის მთელი კამპანია იყო დაფუძნებული შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ 43 პროცენტზე, ეს საფუძველი აღარ არსებობს.
რა თქმა უნდა, ასეთი კრიზისის დროს კარგი იქნებოდა, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე დათანხმებულიყო, მაგრამ საფუძველი რაც იყო, დღეს უკვე აღარ არსებობს. მეორე ტური როგორ დასრულდება, ეს იქნება გზა შევძლებთ თუ არა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე საუბარს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია: „ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა“.