ხათუნა სამნიძე - „ოცნება“ დაუბრუნდა შეთანხმებას, რომ დელეგაცია უნდა იყოს ფართო წარმომადგენლობის, ეს არის სახელმწიფო ინტერესებიდან მისაღები გადაწყვეტილება და არა პარტიული საკითხი
ხათუნა სამნიძე - „ოცნება“ დაუბრუნდა შეთანხმებას, რომ დელეგაცია უნდა იყოს ფართო წარმომადგენლობის, ეს არის სახელმწიფო ინტერესებიდან მისაღები გადაწყვეტილება და არა პარტიული საკითხი

საუბარი რომ ვიღაცა ვიღაცას მიჰყვება, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია, ეს არის საპარლამენტო დელეგაცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო დელეგაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დელეგაცია საპარლამენტოა და არა „ქართული ოცნების“.

„ქართული ოცნება“ იმ შეთანხმებას დაუბრუნდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, რომ დელეგაცია უნდა იყოს ფართო წარმომადგენლობის და მასში უნდა იყოს, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. ახლა პასუხისმგებლობა არის ოპოზიციის მხარეს. კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილება და ეს არ არის პარტიული საკითხი. ჩვენ წარმოვადგენთ საპარლამენტო დელეგაციას და არა „ქართული ოცნების“. საუბარი რომ ვიღაცა ვიღაცას მიჰყვება, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია, ეს არის საპარლამენტო დელეგაცია. თითოეული დელეგაციის წევრი ამ ქვეყანას წარმოადგენს“, – განაცხადა სამნიძემ.