ხათუნა სამნიძე - კრიზისიდან გამოსვლის შეთანხმებაზე „ქართული ოცნებიდან“ ვინ მოაწერს ხელს, მნიშვნელობა არ აქვს
ხათუნა სამნიძე - კრიზისიდან გამოსვლის შეთანხმებაზე „ქართული ოცნებიდან“ ვინ მოაწერს ხელს, მნიშვნელობა არ აქვს

კრიზისიდან გამოსვლის შეთანხმებაზე „ქართული ოცნებიდან“ ვინ მოაწერს ხელს, მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„ჩვენ არ ვუჯდებით მოლაპარაკებებში არავის, ეს არის ევროპული ფორმატი. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტის შემდეგ, იმ დღესაც ძალიან რთული იყო ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე დაჯდომა, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან სასწორზე არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ქვეყანამ გადალახოს კრიზისი და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან შეთანხმებით. შეთანხმებას ვინ მოაწერს ხელს „ქართული ოცნებიდან“, როდესაც ეს შეთანხმება იქნება დათმობები, რიგგარეშე არჩევნები და ამ კრიზისიდან გამოსვლა, მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.