ხათუნა სამნიძე - კოლეგებს მოვუწოდებ, შემოუერთდნენ ხელშეკრულებას და საპარლამენტო მუშაობას
ხათუნა სამნიძე - კოლეგებს მოვუწოდებ, შემოუერთდნენ ხელშეკრულებას და საპარლამენტო მუშაობას

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე კოლეგებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ხელშეკრულებას და საპარლამენტო მუშაობას.

მისივე თქმით, სასურველია, რომ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, გააგრძელოს მუშაობა პარლამენტში.

„ხაზს გავუსვამ, რომ ჩემს კოლეგებს მოვუწოდებდი და მოვუწოდებ, შემოუერთდნენ ხელშეკრულებას და საპარლამენტო მუშაობას. ვიცი, პარტიაში მათთან არის აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი ადამიანი თვლის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის, რომელმაც უნდა მიიღოს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება პარლამენტში. ამისთვის აუცილებელია, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ყველაზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, ყოფილიყო პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა. ჩემი სურვილია, შემოუერთდნენ ხელშეკრულებას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.