ხათუნა სამნიძე - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოწმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტია
ხათუნა სამნიძე - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოწმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტია

სასაცილოა არგუმენტი იმის შესახებ, რომ პენიტენციალურ დაწესებულებაში ტელევიზორების მარაგი გამოელიათ და ამიტომ პატიმარს ტელევიზორი არა აქვს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად იმის, რომ ხელისუფლება სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნავდეს, სიძულვილის, ზიზღის შემცველ განცხადებებს აკეთებს.

„ყველა ეს განცხადება სახიფათოდ ჟღერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატიმარი შიმშილობს და ამაზე ხელისუფლებას არავითარი რეაგირება არ აქვს. ნაცვლად იმის, რომ ხელისუფლება სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნავდეს, სიძულვილის, ზიზღის შემცველ განცხადებებს აკეთებს და ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგან წინ მეორე ტურებია და თვლის, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება, რათა ადამიანები კიდევ უფრო დაიბნენ, მეტად დაიძაბონ და არჩევნებზე აღარ მივიდნენ“, – განაცხადა სამნიძემ.