ხათუნა სამნიძე - გამოვხატეთ შეთანხმებისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში მედიატორმა კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება“
ხათუნა სამნიძე - გამოვხატეთ შეთანხმებისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში მედიატორმა კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება“

შეთანხმება არის კომპრომისი ორივე მხრიდან, ჩვენ გამოვხატეთ ამ კომპრომისისთვის და შეთანხმებისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა პირველ რიგში მედიატორმა კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, რათა აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა და ტვირთი კონფლიქტიდან, კრიზისიდან გამოსვლის, იყო ხელისუფლებაზე.

„ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი დღევანდელ დღეს, იქიდან გამომდინარე, რა ინტენსივობითაც ვმუშაობდით ეს დღეები, რაც აქ არის მედიატორი ჩამოსული, რა განცხადებაც მან გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ დარჩება საქართველოში, ვიდრე შეთანხმებას არ მივაღწევთ. მისი ეს განცხადება ძირითადად განპირობებული იყო სწორედ ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული წინადადებებით მზაობით, რომ შევთანხმებულიყავით. სამწუხაროდ, ამდენსაათიანი მუშაობისა და ძალიან მძიმე, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს ადრე და რასაც ადასტურებდა სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული ძალიან აგრესიული განცხადებები ბოლო პერიოდში. გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, რათა აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა და ტვირთი ამ კონფლიქტიდან, კრიზისიდან გამოსვლის, იყო ხელისუფლებაზე. მათი მხრიდან გამოჩნდა, რომ ამ რთულ პროცესში, არც ერთ ეტაპზე არ გამოიჩინა პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები. მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელბმაც შეუძლებელი გახადა შეთანხმება და ამ ქვეყნის კიდევ ერთხელ მტკიცე ნაბიჯი ევროპისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო და გამოჩნდა მთელ ამ პროცესში, რომ არც ერთ ეტაპზე არ იყო მზად კომპრომისისთვის. შეთანხმება არის კომპრომისი ორივე მხრიდან, ჩვენ გამოვხატეთ ამ კომპრომისისთვის და შეთანხმებისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა პირველ რიგში მედიატორმა, კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება“, – განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, დღეს არის ისეთი ვითარება, როდესაც ადამიანი, რომელმაც ამდენი რესურსი ჩადო ამ პროცესში, ევროკავშირი, მისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც პირადი პასუხისმგებლობა აიღო, შეეცდებოდა, რომ ეს კონფლიქტი მოეგვარებინა და მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ შეთანხმებულიყვნენ, არ გამართლდა.

„ჩვენ ვერ შევძელით, რომ ეს ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით წასულიყო წინ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ძირითადი ტვირთი, დაეთმო და კომპრომისული ნაბიჯები გადაედგა და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ჩვენი საზოგადოებისთვის, საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ მზად არის, ეს ქვეყანა წაიყვანოს წინ და სტაბილური ნაბიჯებით ისევ გავაგრძელოთ ჩვენი არჩევანის გზაზე სვლა. სამწუხაროდ ასეთი ვითარებაა“, – განაცხადა სამნიძემ.