ხათუნა სამნიძე - ევროპარლამენტარების მკაფიო მოწოდება იყო, ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ შედეგს, არამედ პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მუშაობს ერთად
ხათუნა სამნიძე - ევროპარლამენტარების მკაფიო მოწოდება იყო, ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ შედეგს, არამედ პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მუშაობს ერთად

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების მხრიდან იყო მკაფიო თხოვნა, მოწოდება, რომ ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ შედეგს, არამედ პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძე ერთ-ერთი იყო იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, რომელიც ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდთან და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიქსერთან, პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ორი პარალელური პროცესია და ოპოზიცია ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ინიციატივა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან თავს მოიყრის კომიტეტზე, სადაც ყველანი ერთად განვიხილავთ საკითხებს, იყო მკაფიო თხოვნა, მოწოდება, რომ ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან არამხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა, არამედ თავად პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ოპოზიციას გვქონდა არუმენტები, რატომ არ ვართ სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ყველა ინიციატივა თავს მოიყრის საკომიტეტო მოსმენის დროს და თუ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები შესაბამისი იქნება 12 პუნქტთან და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი, მე მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.