ხათუნა სამნიძე - დოკუმენტში არის კომპრომისული ჩანაწერი, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას
ხათუნა სამნიძე - დოკუმენტში არის კომპრომისული ჩანაწერი, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას

დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მისასვლელი გზა, რომელიც იხილებოდა მოლაპარაკებების პროცესში, იყო პლებისციტი, იყო თვითმმართველობასთან მიბმა, იყო პროცენტზე კამათი. ჩანაწერი არის კომპრომისული ვერსია, სადაც საუბარია 43 პროცენტზე, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, ის იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი. განსაკუთრებით მნიშვნელოცანია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში, იყვნენ თავისუფალი და წარმართონ საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.