ხათუნა სამნიძე - დასავლურ დაფინანსებას ვინც იღებს, თურმე უცხოური გავლენის აგენტია, ეს პრინციპის დონეზე მიუღებელია და არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან
ხათუნა სამნიძე - დასავლურ დაფინანსებას ვინც იღებს, თურმე უცხოური გავლენის აგენტია, ეს პრინციპის დონეზე მიუღებელია და არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან

ამ ქვეყანაში გამჭვირვალობა დიდი ხანია, უზრუნველყოფილია როგორც დონორების, ასევე მიმღებების მხრიდან. პრობლემაა კანონპროექტის პრინციპის დონეზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე კომენტირებისას  განაცხადა.

როგორც ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, მიუღებელია მოსაზრება, რომ დასავლურ დაფინანსებას ვინც იღებს, უცხოური გავლენის აგენტია.

„დასავლურ დაფინანსებას ვინც იღებს, თურმე უცხოური გავლენის აგენტია. ეს პრინციპის დონეზე მიუღებელია და პუტინის არჩევანია, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.