ხათუნა სამნიძე - ჩვენი გზავნილია, თუ არ არის პარლამენტში ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, არ არის „რესპუბლიკური პარტიაც“, ამავე დროს, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოლაპარაკებები
ხათუნა სამნიძე - ჩვენი გზავნილია, თუ არ არის პარლამენტში ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, არ არის „რესპუბლიკური პარტიაც“, ამავე დროს, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოლაპარაკებები

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ორი მანდატი მიიღო ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ.

ამიტომ, სამნიძის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ მთავარი გზავნილია – თუ პარლამენტში არ არის ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, არ არის არც „რესპუბლიკური პარტია“.

ხათუნა სამნიძის განმარტებით, ამავდროულად ძალიან მნიშველოვნად მიაჩნიათ საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებები.

„რესპუბლიკურ პარტიას“ ამ არჩევნებზე აქვს ორი მანდატი, ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიცია-ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიასთან“ ერთად. ეს ორი მანდანტი მოგვენიჭა ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ და ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ, თუ არ არის პარლამენტში ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, არც „რესპუბლიკური პარტია“ არ არის საქართველოს პარლამენტში.

ამავე დროს, ჩვენ ძალიან მნიშველოვნად მიგვაჩნია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებები. ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან და ამ მოლაპარაკებებს ენიჭება მნიშვნელოვანი როლი. მანდატზე უარის თქმის თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტებით, რომელიც დავწერეთ მე – ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძიამ, მივმართავთ პარლამენტს მაშინვე, როდესაც სრულად ამოიწურება რესურსი და დასრულდება ეს მოლაპარაკებები. როდესაც არაერთხელ უკვე დადასტურდა სიმბოლურად, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი არის ბოიკოტის რეჟიმში, არ ჩავთვალეთ საჭიროდ იმ ღონისძიებაზე შეერთება და კიდევ ერთხელ სიმბოლურად პერფორმანსები“, – განაცხადა ხათუა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძის განმარტებით, „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს.

„რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ეს არის „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება, ჩვენ ვართ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მთელ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად, ისევე როგორც ბლოკის წარმომადგენლებთან ერთად და ვართ ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენი ხელმოწერილი დოკუმენტები მანდატზე უარის თქმის თაობაზე არსებობს და ამ განცხადებებით მივმართავთ პარლამენტს როგორც კი ამოიწურება მოლაპარაკებების ყველა რესურსი. თუ გაგრძელდა მოლაპარაკებები უსაშველოდ, ჩვენ ველოდებით დასრულებას და ამ დროს, მაგალითად, ბლოკის წარმომადგენლების განცხადებები უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა, მათ დაკარგეს მანდატი, თუ ბლოკის წარმომადგელებს შუა მოლაპარაკებებში შეუწყდათ უფლებამოსილებები და ჩამოერთვათ მანდატი,  „რესპუბლიკური პარტიაც“ დაუყოვნებლივ, თავის განცხადებებს, რომელიც ხელმოწერილია, უკვე შეიტანს პარლამენტში. თუ არ არის ბლოკი პარლამენტში, არ არის „რესპუბლიკური პარტია“, – განაცხადა სამნიძემ.