ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე გაიმართება
ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე გაიმართება

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

სამნიძის თქმით, მიმართავენ ბიუროს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ჩაისვას.

„თითოეულ დეპუტატს ვთხოვ, გადადონ ყველაფერი, ერთად ვიყოთ და კომისია შევქმნათ. ხუთმა ოპოზიციონერმა ქალმა – მე, თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა და სალომე სამადაშვილმა ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ თითოეულ ოპოზიციონერ დეპუტატს დავუკავშირდებით და უზრუნველვყოფთ, რომ პირადად იყვნენ ინფორმირებული და სამშაბათს ვიყოთ დარბაზში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.