ხათუნა ლაგაზიძე - აუცილებელია საზოგადოებისა და მედიის განათლება, სოლიდარობის განცდა იმ სამსახურების მიმართ, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან
ხათუნა ლაგაზიძე - აუცილებელია საზოგადოებისა და მედიის განათლება, სოლიდარობის განცდა იმ სამსახურების მიმართ, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან

აუცილებელია საზოგადოებისა და მედიის განათლება, სოლიდარობის განცდა იმ სამსახურების მიმართ, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ სუს-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს.

მისი თქმით, საზოგადოება და მედია ხშირად მოუმზადებელი ხვდება ტერორისტულ გამოწვევებს.

„შეხვედრაზე დამსწრე ექსპერტების მხრიდან ასევე გამოითქვა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების მიმღებლობის გაზრდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის მიმართ, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმთან ბრძოლას. რამდენად მოუმზადებელი ხვდება საზოგადოება, მათ შორის მედიაც მსგავსი ტიპის ტერორისტულ გამოწვევებს, ამის მაგალითი ჩვენ 2017-2018–მა წელმა გვიჩვენა და ამიტომ დღის წესრიგში დგას აუცილებლობა, რომ მოხდეს საზოგადოებისა და მედიის განათლება და სოლიდარობის განცდა სახელმწიფოსა და იმ სამსახურების მიმართ, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.