ხათუნა ხოფერია - უახლოეს ორ-სამ დღეში მოხდება ლუსტრაცია, ვინ არის მზად, იბრძოლოს მიშას დროშის ქვეშ და მიშას მოსაყვანად
ხათუნა ხოფერია - უახლოეს ორ-სამ დღეში მოხდება ლუსტრაცია, ვინ არის მზად, იბრძოლოს მიშას დროშის ქვეშ და მიშას მოსაყვანად

სინამდვილეში, ახლა პარლამენტის წინ მიშასა და ბოკერიას დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ომი „ნაცური ოპოზიციის ლიდერობისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

„ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითია და ეს ფარსი ორ-სამ დღეში დასრულდება. სამი ძალა იბრძოლებს საპარლამენტო არჩევნებში. სინამდვილეში, ახლა, პარლამენტის წინ მიშასა და ბოკერიას დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ომი „ნაცური ოპოზიციის ლიდერობისთვის“ – ან მიშა, ან ბოკერია-უგულავა.

ჰოდა, მიშა ორ სამ-დღეში მოუთავებს თავის ანასხლეტებს და მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშას დაიკავებს. პატრიოტებს უკვე მყარად უკავიათ საკუთარი ადგილი ოპოზიციურ ველზე. ორკაციანი პარტიები – გუბაზი, რესპები, „ადინ დომა“, „ჩემი თაკო“ და სხვა. ან მის ფრთებქვეშ მონახავენ ადგილს, ან მიიღებენ ჭიტლაყს.

ასე რომ, პროპორციულის თუ მაჟორიტარულის თემა მეორეხარისხოვანია, უახლოეს ორ-სამ დღეში მოხდება იმის ლუსტრაცია, ვინ არის მზად იბრძოლოს მიშას დროშის ქვეშ და მიშას მოსაყვანად. ამიტომაც ჩხავის განწირულის ხმით უგულავა!

P.S.: ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და უშანსოდ აღმოჩნდებიან ის „ოპოზიციური“ პარტიები, გუშინ და გუშინწინ რომ მიშას ლანძღავდნენ და უცებ მის გვერდით აღმოჩნდნენ.

რა რბილი და ზომიერი სიტყვაა – უხერხული…..“, – წერს ხათუნა ხოფერია „ფეისბუქზე“.