ხათუნა ხოფერია - საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, მხარი დაუჭიროს საქართველოს შუაგულიდან, ულამაზესი რიონის ხეობიდან წამოსულ პატრიოტულ მუხტს
ხათუნა ხოფერია - საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, მხარი დაუჭიროს საქართველოს შუაგულიდან, ულამაზესი რიონის ხეობიდან წამოსულ პატრიოტულ მუხტს

ვფიქრობ, ეს არის სამოქალაქო პროტესტი და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, მხარი დაუჭიროს საქართველოს შუაგულიდან, ულამაზესი რიონის ხეობიდან წამოსულ პატრიოტულ მუხტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე იმყოფება.

„მხარს ვუჭერ იმას, რომ საქართველოში მიწა არ უნდა იყიდებოდეს, რომ მდინარის კალაპოტი არ უნდა იყიდებოდეს. მხარს ვუჭერ იმას, რომ საქართველოში ჰესები უნდა შენდებოდეს, მაგრამ ჰესები უნდა შენდებოდეს იმ მიწაზე, რომლიც არის ქართველი ხალხის საკუთრება, და უნდა შენდებოდეს იქ მცხოვრები ადამიანების თანხობით.

ჰესები, მათ შორის დიდი ჰესები, საშუალო ჰესები, უნდა შენდებოდეს სახელმწიფოს თუნდაც თანამონაწილეობით, თუ სრული დაფინანსებით არა. აი, ამ ვარიანტს ვუჭერ მხარს. ჩემი საპროტესტო განწყობა არის ის, რომ ხელშეკრულებაში არის პირდაპირი მიყიდვის წესით მიყიდული ჩვენი შვილების, ჩვენი შთამომავლების, ჩვენი ქართველების კუთვნილი მიწები. სწორედ ამიტომ მოვედი შვილიშვილებთან ერთად, რომ მათ იცოდნენ და დაიმახსოვრონ, რომ 2021 წლის 23 მაისს იყო საქართველოში ეს საპროტესტო აქცია, სადაც იყვნენ გამოსული ახალგაზრდები, რათა დაეცვათ მათი კუთვნილი საკუთრება, კონსტიტუციურად მინიჭებული მათი უფლებებით“,- განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. 

აქცია პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.