ხათუნა ხოფერია - ხომ დაფიქრდით, რომ საქართველო პირველ რიგში სამშობლო უნდა იყოს, ჯერ სად ხართ
ხათუნა ხოფერია - ხომ დაფიქრდით, რომ საქართველო პირველ რიგში სამშობლო უნდა იყოს, ჯერ სად ხართ

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსს ეხმაურება.

„1. ხომ დაგაყენათ ბიძინამ ყინვაში და გამღერათ საქართველოს ჰიმნი აკაპელათი!
2. ხომ დარბის მიშა ჯვარამოგდებული!
3. ხომ მიმართავს ბოკერია ხალხს ღმერთის შემწეობის იმედით.
4. ხომ ციტირებს ზეპირად უგულავა ბიბლიას და სახარებას!
5. ხომ გაიხსენეთ, რომ არსებობს სიტყვა პატრიოტები!
6. ხომ დაფიქრდით, რომ საქართველო პირველ რიგში სამშობლო უნდა იყოს!
ჯერ სად ხართ!
ჯერ ჰიპნოზში ხართ და დავიწყებულ, უარყოფილ ემოციებს იხსენებთ!!
ეს თქვენი კათარზისია!
ჯოჯოხეთი წინაა!!…“, – წერს ხათუნა ხოფერია.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.