ხათუნა გოგორიშვილი - ახალ პირობაზე დათანხმების ინიციატივა ერთიანი შეთანხმებიდან გადახვევაა, პარლამენტიდან გასვლაზე ვისაც აქვს დაწერილი განცხადება, ვალდებულებები უნდა შეასრულოს
ხათუნა გოგორიშვილი - ახალ პირობაზე დათანხმების ინიციატივა ერთიანი შეთანხმებიდან გადახვევაა, პარლამენტიდან გასვლაზე ვისაც აქვს დაწერილი განცხადება, ვალდებულებები უნდა შეასრულოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის შეფასებით, ნებისმიერი პირის მხრიდან რაიმე ახალ პირობაზე დათანხმებაზე საუბარი ერთიანი ოპოზიციური შეთანხმებიდან გადახვევაა.

გოგორიშვილის აზრით, როგორც „რესპუბლიკური პარტიას“, ისე ნებისმიერ პარტიას და იმ 51 ადამიანს, რომელმაც დაწერა განცხადება პარლამენტიდან გასვლასთან დაკავშირებით, აქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც უნდა შეასრულოს.

„არ შეიძლება ასე უბრალოდ განცხადებების კეთება, განსაკუთრებით, როცა პარტიას დამოუკიდებლად არ აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიღებული, საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში იყო და ისეა გასული პარლამენტში. ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ასევე მოხდება ერთიანდ და ეს 51 ადამიანი ისევ ერთიან აზრზე იქნება. თუ ოპოზიცია განიხილავს და  მოლაპარაკებებზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი პირობა იქნება, ოპოზიციამ უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტულება და 51-ვე ერთნაირად მოიქცეს.

ჯერჯერობით იმედი არსებობს კონკრეტული მოლაპარაკებების, თუ ამ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი პირობა იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო და ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო ქვორუმია საჭირო, და იქნება ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილება, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უბრალოდ დააჩქარებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჯერჯერობით ეს არის თეორული ვარაუდები, რომლებზეც საუბარი ადრეა“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.

როგორც სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხელისუფლება თუ მანდატებს არ უუქმებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაშინ „ოპოზიციამ აღნიშნული ქმედება მომავლის კანონპროექტის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენოს“.

დატოვე კომენტარი