ხათუნა გოგორიშვილი - ეუთო-ს დასკვნაში ისიც წერია, რომ არჩევნების დროს იყო მთელი რიგი დარღვევები
ხათუნა გოგორიშვილი - ეუთო-ს დასკვნაში ისიც წერია, რომ არჩევნების დროს იყო მთელი რიგი დარღვევები

ეუთო-ს დასკვნაში სხვა რამეც წერია, იქ წერია, რომ არჩევნების დროს იყო მთელი რიგი დარღვევები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანო, ხოლო ეს პარლამენტი არ არის ხალხის არჩეული.

„ეუთო-ს დასკვნაში სხვა რამეც წერია, იქ წერია, რომ არჩევნების დროს იყო მთელი რიგი დარღვევები, წერია რომ ხალხის ნების გამოხატულება საარჩევნო ოქმებში იყო მანიპულირებული და ამასაც მივაქციოთ ყურადღება რას ამბობს ეუთო. კონკურენტული რას ნიშნავს იცით, 54 სუბიექტი იყო, მაჟორიტარები, ესაა კონკურენცია, კონკურენტულობა სხვა არის და შედეგის ადეკვატურობა სხვა“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.