ხათუნა გოგორიშვილი და ელენე ხოშტარია, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცესკო-ს შენობაში შევიდნენ და თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ [ვიდეო]

„ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდნენ.

გოგორიშვილისა და ხოშტარიას განცხადებით, მათ დღეს, 13:00 საათზე ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ცესკო-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიას დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრა არ ჰქონია დანიშნული.

ცესკო-ს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიას და ხათუნა გოგორიშვილს განუმარტა, რომ შესაბამისი საშვის გარეშე შენობაში შესვლა აკრძალული იყო, თუმცა მათ დაცვას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და შენობაში შესვლა მოახერხეს.