ხათუნა გოგორიშვილი - არჩევნების გაყალბება არავის შერჩება, ეს არ იყო არჩევნები და ქართველი ხალხის ნების გამოხატულება
ხათუნა გოგორიშვილი - არჩევნების გაყალბება არავის შერჩება, ეს არ იყო არჩევნები და ქართველი ხალხის ნების გამოხატულება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოთხოვნის მიუხედავად, საარჩევნო ყუთების გახსნა არ ხდება.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ცესკო-მ გასცა განკარგულება, რომ ხმების ხელახლა გადათვლა არც ერთ უბანზე არ მოხდეს, რადგან, ოქმებზე რეალური შედეგები არ არის ასახული.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, არჩევნების გაყალბებაში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა დამნაშავე, რომელიც „ქართული ოცნების“ მითითებებს ასრულებს.

„ის, რაც ხდება საოლქო კომისიებთან, თავიდან ბოლომდე არის თამარ ჟვანიას დამსახურება. დღეს საოლქო კომისიაში იხილავენ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესულ საჩივრებს ძალიან ბევრ უბანთან დაკავშირებით. თბილისში მარტო შესული არის მოთხოვნა 600-ზე მეტი უბნის გადათვლაზე და გაბათილებაზე. მას შემდეგ, რაც გუშინ სამგორის 95-ე უბანზე დემოკრატობამა ითამაშეს და გახსნეს შეფუთული ბიულეტენები და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები ნაგავშია გადაყრილი, ცესკო-მ გასცა განკარგულება, რომ არსად, არც ერთი უბნის გახსნა არ მოხდეს და არაფერი ხელახლა არ გადაითვალოს. ამას აკეთებენ სრულიად უსუსური მიზეზებით. პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე ეკისრება საარჩევნო ადმინისტრაციას, მაგრამ ეს ადმინისტრაცია არ წარმოადგენს რეალურად ადმინისტრაციას. ისინი არიან ქოცების შტაბის ჩვეულებრივი დანამატები და დირექტივას პირდაპირ იღებენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თუ ცენტრალური შტაბებიდან. არ შერჩება არავის არჩევნების გაყალბება. ეს არ იყო არჩევნები, ეს არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულება“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.