ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს, კონკრეტული საკითხების განხილვაში ვერ ჩაერევა
ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს, კონკრეტული საკითხების განხილვაში ვერ ჩაერევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით წარდგენილი სამი კანონპროექტიდან რომელია პრეზიდენტისთვის მისაღები.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, კანონპროექტს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ნდობის საკითხი.

„მნიშვნელობა არ აქვს კანონპროექტს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ უნდა არსებობდეს ნდობა. კონკრეტული საკითხების განხილვაში პრეზიდენტი ვერ ჩაერევა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი სამ კანონპროექტს განიხილავს, მათ შორისაა საპარლამენტო უმრავლესობის, „ევროპული საქართველოს“, ასევე ეკა ბესელიასა და კიდევ რამდენიმე დეპუტატის ავტორობით მომზადებული კანონპროექტები.