ხატია მოისწრაფიშვილი - კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობას გავაძლიერებთ
ხატია მოისწრაფიშვილი - კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობას გავაძლიერებთ

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ კიბერუსაფრთხოების გარანტიების შექმნა პრეზიდენტს საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიაჩნია.

მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი მუდმივად მართავს კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან.

„საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს, პრეზიდენტ მაკრონთან მიღწეულია შეთანხმება, საფრანგეთსა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების თაობაზე. ამ კონტექსტში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილე, გენერალი ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონი იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო საერთო ინტერესის სფეროში
აქტორთა იდენტიფიკაცია და თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა. განისაზღვრა კიბერუსაფრთხოების არეალში ის მთავარი მიმართულებები, სადაც, საქართველოსა და საფრანგეთს შორის,
თანამშრომლობას გავაძლიერებთ“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.