ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის,„ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხს ბიუროს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს
ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის,„ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხს ბიუროს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს

ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მხარი არ დაუჭირეს. ბიურომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა გაითვალისწინა.

საკითხზე უარის თქმის მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნორმა, რომლითაც ერთი საპარლამენტო ბლოკით გასულ პარლამენტის წევრს არ შეეძლო ბლოკში შემავალი პარტიის დატოვების შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, როგორც იყო აქამდე, ისე დარჩა. მაგრამ მათ აქვთ უფლება, პოლიტიკური ჯგუფი სხვა პოლიტიკური პარტიის ან სხვა ბლოკით გასულ წევრთან შექმნან. ეს უფლება აქვთ, მაგრამ დამოუკიდებლად – არა. ის ცვლილება, რომელიც ბოლოს მოხდა და რის საფუძველზეც შეიქმნა „ხალხის ძალის“ და „საქართველოსათვის“ პოლიტიკური ჯგუფები, ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ პარტიული სიით არჩეულ დეპუტატთა უფლებას პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.

ამ შემთხვევაში, „ევროოპტიმისტემის“ შექმნა ვისაც უნდოდათ, მათთვის კანონმდებლობის ისევ ის ჩანაწერი მოქმედებს, რომელიც აქამდე მოქმედებდა და რეგლამენტის ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, რომელიც ამ საშუალებას მათ არ აძლევდა, უარი ეთქვათ, რომ მხარი დაეჭირა კომიტეტს და ბიუროსთვის დადებითი დასკვნა წარმოედგინა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების, „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხებს კი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ისევე როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე, მხარი დაუჭირეს.