ხატია დეკანოიძე - ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერის ღირსება არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, ამ მიზნის მიღწევას განსაკუთრებით ვუსურვებ ახალ თავმჯდომარეს
ხატია დეკანოიძე - ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერის ღირსება არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, ამ მიზნის მიღწევას განსაკუთრებით ვუსურვებ ახალ თავმჯდომარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილს პარტიის მართვაში წარმატებას უსურვებს. მისივე თქმით, ყველას ვალი არის კონსოლიდაცია.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს პარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თავმჯდომარეს ვუსურვებ, წარმატებით მართოს პარტია და მოახდინოს კონსოლიდაცია – ეს არის მიხეილ სააკაშვილის, გვარამიას გათავისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ყველას ვალია კონსოლიდაცია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია. მადლობა ნიკას იმ საქმიანობისთვის, რაც მან პარტიაში აწარმოა. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერის ღირსება არის ერთიანობა და კონსოლიდაცია. განსაკუთრებით ახალ თავმჯდომარეს ვუსურვებ, ეს მიზანი იყოს მიღწეული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.