ხატია დეკანოიძე - ვწუხვარ იმ ადამიანთა გამო, რომლებიც გუშინდელ აქციაზე იყვნენ
ხატია დეკანოიძე - ვწუხვარ იმ ადამიანთა გამო, რომლებიც გუშინდელ აქციაზე იყვნენ

ბოლო საპროტესტო აქციაზე ბევრი ადამიანი იყო. ამ აქციაზე ადამიანები მხოლოდ თბილისიდან გამოდიან და უფრო მეტნი არიან, ვიდრე გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოდან შეკრიბა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, წუხს იმ ადამიანების გამო, რომლებიც გუშინ აქციაზე იყვნენ.

„გუშინ ამ აქციაზე გავიარე და მათ სახეში იყო დაღლილობა. ამ ადამიანებს სერიოზული ძალდატანება სწორედ სახეზე ეწერათ. საქართველოში პროევროპულ განწყობებს ვერავინ მოერევა. არ ვიცი, პროტესტი როგორ განვითარდება, მაგრამ ავტორიტარიზმის დამკვიდრებას უნდა შევეეწინააღმდეგოთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.