ხატია დეკანოიძე - ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს
ხატია დეკანოიძე - ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს

ვფიქრობ, ახალი რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი აღარ გვაქვს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ამ საკითხზე ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა.

„ვერ ვიტყოდი, რომ პარტიას ინტეგრირებული პოზიცია აქვს, ჯერ აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტსაბჭოში ყველას პოზიცია ჩემოყალიბებულია, მათ შორის ყველა იმ ადამიანის, ვინც მანდატს ფლობს. ჩემი პოზიცია ცნობილია, ვფიქრობ, ახალი რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი აღარ გვაქვს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ღირსეულად წარდგეს და დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. გვახსოვდეს ძალიან კარგად, მინუს 43 პროცენტი ჩამკეტი არის ყველა ოპოზიციური პარტიის საზრუნავი, განურჩევლად იმისა, მოაწერა თუ არა ხელი დოკუმენტს იმიტომ, რომ ასეთია შეთანხმება. ჩვენ ამ 43 პროცენტს არ ვეთანხმებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. შესაბამისად, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ისე უნდა მოიქცეს, როგორც არ უნდა ,,ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.