ხატია დეკანოიძე - ვენეციის კომისიის მხრიდან ორივე კანონპროექტზე ძალიან მძიმე დასკვნაა, მათ შორის საერთო სასამართლოებზე
ხატია დეკანოიძე - ვენეციის კომისიის მხრიდან ორივე კანონპროექტზე ძალიან მძიმე დასკვნაა, მათ შორის საერთო სასამართლოებზე

ორივე კანონპროექტზე ძალიან მძიმე დასკვნაა, მათ შორის საერთო სასამართლოებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე საერთო სასამართლოებისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის ნაწილში ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

„ანუ, შესაძლებელია, განპირობებული იყოს დასჯა, რაც წარმოუდგენელია ადამიანის უფლებების კონტექსტში და სტიგმატიზაცია მოხდეს, მათ შორის ფინანსური კაპიტალის მიხედვით. ეს ცვლილებები მომზადდა ოპოზიციის რეპრესიებისთვის, ასე ჰქონდა ჩაფიქრებული „ქართულ ოცნებას“. მმართველ გუნდს სულ ვეუბნებოდი, რომ უკრაინული კანონი არ არის ქართულ კონტექსტზე მორგებული და ვერ იქნება. ზუსტად ეს ჩაიწერა ვენეციის კომისიაში, რომ ქვეყნებში სხვადასხვა რეალობაა.

რაც შეეხება სასამართლოს, პირდაპირ არის მითითებული კორპორატიული მმართველობისგან თავისუფალ სასამართლოზე. სულ ვამბობდით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა არის გასატარებელი, რათა კლანი დასუსტდეს და გამჭვირვალე იყოს. ძალიან ვწუხვარ, რომ შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეებს ტყუილი უთხრა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.