ხატია დეკანოიძე - ვაპირებ, ყველა რეგიონში ჩავიდე და აქტიურად ვიყო ჩართული კამპანიაში, სრული სვლით წინ, დროა, ბევრი რამ შეიცვალოს
ხატია დეკანოიძე - ვაპირებ, ყველა რეგიონში ჩავიდე და აქტიურად ვიყო ჩართული კამპანიაში, სრული სვლით წინ, დროა, ბევრი რამ შეიცვალოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რეგიონებში მალე მნიშვნელოვან საარჩევნო კამპანიას დიწყებენ და თავად აპირებს, აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში.

„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური კამპანია ნიკასი, ელენესი, ზურა გამოჯანმრთელდება მალე და ამის შემდეგ მთელი ფართომასშტაბიანი კამპანია იქნება, მათ შორის თბილისში. კოორდინაციაზე საუბარი გრძელდება მაჟორიტარულ ოლქებზე და ცნობილია, რომ ჩვენ არ ვაყენებთ მაჟორიტარობის ჩვენს კანდიდატებს თბილისში, ასევე გრძელდება რეგიონებში ფართო კონსულტაციები. ძალიან მალე რეგიონებში მართლაც მნიშვნელოვან კამპანიას დავიწყებთ. მე პირადად ვაპირებ, ყველა რეგიონში ჩავიდე და აქტიურად ვიყო ჩართული ამ კამპანიებში. ამიტომ, სრული სვლით წინ და უკვე ნამდვილად დროა, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.