ხატია დეკანოიძე - უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში შეიყვანა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა
ხატია დეკანოიძე - უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში შეიყვანა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში შეიყვანა, დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა.

დეკანოიძის თქმით, „ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება მოხდა ზუსტად მათი რუსული კავშირების გამო“.

„ყველა ამ ადამიანზე არსებობს კონკრეტული ინფორმაცია და ეს კონკრეტული ინფორმაცია თავისი სქემებით დამუშავდა ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. უკრაინის მიერ ივანიშვილის, ხიდაშელის, მამაცაშვილების, რუხაძის და ა.შ. დასანქცირება არის პირველი ნაბიჯი დიდი საერთაშორისო სანქციების. უკრაინას პარტნიორული ურთიერთობები აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებათნ და, რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია გადაცემულია ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

უკრაინის მიერ ივანიშვილის და მისი გარემოცვის ოფიციალურ სანქციებში შეყვანა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი არის რუსული გავლენების ოლიგარქი. მისი და მისი გარემოცვის საქმიანობა, რუსეთთან კავშირი არის საფრთხე უკრაინისთვის და უკრაინის გამარჯვებისთვის. ინფორმაცია მარტო ამ ადამიანების გარშემო არ შემოიფარგლება. ნებისმიერი მთავრობის, პარლამენტის ან ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად ეხმარება ივანიშვილს რუსული გავლენის გასაძლიერებლად, მოხვდება სანქციების ნუსხაში. უკრაინა ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს. უკრაინამ 15-კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც ოლიგარქთან ერთად მოხვდა ალექსანდრე ივანიშვილიც.

სრული სია ასე გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე (რიჟა), უჩა მამაცაშვილი, ტათე მამაცაშვილი, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟაევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ.