ხატია დეკანოიძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის ძალიან დიდი გამარჯვება
ხატია დეკანოიძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის ძალიან დიდი გამარჯვება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის ძალიან დიდი გამარჯვება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს აქვს შანსი, ოკუპაციის საკითხი წინ წასწიოს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის ძალიან დიდი მიღწევა და გამარჯვება, როდესაც უკვე დადასტურებულად, საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ პრიზმაში რუსეთი მოხსენიებულია როგორც ოკუპანტი, როგორც აგრესორი, როგორც 2008 წლის სამხედრო აგრესიის მთავარი შემოქმედი, რომ იყო ეთნიკური წმენდა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომ საკუთრების უფლება დაირღვა, რომ რუსეთი პირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ახალისებდა ეთნიკურ წმენდას და საქართველოს ტერიტორიების დაკავებას. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიმართლე გითხრათ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ეძლევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შანსი, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი წამოიწიოს უფრო უკრაინის ოკუპაციის საკითხთან და ყირიმის ანექსიასთან, რაც რეალურად ჩაკარგული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. დიდი მოლოდინი ამ ხელისუფლებისგან არ მაქვს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ალბათ მოსალოცია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დატოვე კომენტარი