ხატია დეკანოიძე - შუალედური არჩევნები გამოირჩევა გაცილებით მეტი სირთულით, თუმცა მასში არმონაწილეობა ნაწილობრივ არასწორია
ხატია დეკანოიძე - შუალედური არჩევნები გამოირჩევა გაცილებით მეტი სირთულით, თუმცა მასში არმონაწილეობა ნაწილობრივ არასწორია

შუალედურ არჩევნებში არმონაწილეობა ნაწილობრივ არასწორია, მაგრამ მესმის, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციამ 29 აპრილის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში.

დეკანოიძის თქმით, შუალედური არჩევნები ყოველთვის ძალიან მძიმეა, მათ შორის ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციისთვის, როდესაც ეს ეროვნული მასშტაბით არ ხდება.

„შუალედური არჩევნები ყოველთვის გამოირჩევა გაცილებით მეტი სირთულით, ვიდრე ეროვნული საპარლამენტო არჩევნები, თუმცა შუალედური არჩევნები ერთგვარი მიმართულებით შეიძლება, გარკვეულწილად მოსამზადებელიც კი ყოფილიყო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.