ხატია დეკანოიძე - საუკეთესო კონსოლიდაციის კანდიდატი სახალხო დამცველად იქნებოდა თამარ კორძაია, ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, ნუ დააზიანებს თავის ყოფილ თანაგუნდელს
ხატია დეკანოიძე - საუკეთესო კონსოლიდაციის კანდიდატი სახალხო დამცველად იქნებოდა თამარ კორძაია, ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, ნუ დააზიანებს თავის ყოფილ თანაგუნდელს

საუკეთესო კონსოლიდაციის კანდიდატი სახალხო დამცველად იქნებოდა თამარ კორძაია. ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, ნუ დააზიანებს თავის ყოფილ თანაგუნდელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი ამბობს: „სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურის დაყენების იდეა „ქართულ ოცნებას“ დეკანოიძემ მიაწოდა. რა შეიცვალა და დეკანოიძე ამას რატომ უარყოფს, არ ვიცი“.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, პირადი საუბრების გამოტანა ძალიან უხერხულია.

„არ მინდა, ჭორაობაში შევიდე და ამ საუბრებში ელისაშვილს შევყვე. საუკეთესო კონსოლიდაციის კანდიდატი იქნებოდა თამარ კორძაია. ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, ნუ დააზიანებს თავის ყოფილ თანაგუნდელს ასეთი საუბრებით, რადგან, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სახალხო დამცველის ინსტიტუტმა უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.