ალეკო ელისაშვილი - სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურის დაყენების იდეა „ქართულ ოცნებას“ დეკანოიძემ მიაწოდა, რა შეიცვალა და დეკანოიძე ამას რატომ უარყოფს, არ ვიცი
ალეკო ელისაშვილი - სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურის დაყენების იდეა „ქართულ ოცნებას“ დეკანოიძემ მიაწოდა, რა შეიცვალა და დეკანოიძე ამას რატომ უარყოფს, არ ვიცი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურის დაყენების იდეა „ქართულ ოცნებას“ ხატია დეკანოიძემ მიაწოდა და არ იცის, ის ახლა ამას რატომ უარყოფს.

„ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე არ გვიფიქრია არც პირველი გასაუბრების და არც კანდიდატების ჩაგდების შემდეგ, რადგან პარტიულ გეგმებზე ვსაუბრობდით ხოლმე. ხატია დეკანოიძე იყო ის, ვინც თავიდან შემოგვთავაზა, გვითხრა, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურა კარგი იქნებოდა და თუ მის კანდიდატურას დავაყენებდით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერდა, ნაწილი მაინც. ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ ხატია დეკანოიძემ გვითხრა, კარგი იქნება იოსელიანის კანდიდატურა და მას მხარს დავუჭერთო. „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით სამჯერ უარი ვუთხარით. შემდეგ ვიფიქრეთ, ეს გვიღირდა თუ არა. რა შეიცვალა და დეკანოიძე ამას რატომ უარყოფს, არ ვიცი. თავად რომ მოყვეს, კარგი იქნებოდა, რადგან ეს იდეა „ქართულ ოცნებას“ დეკანოიძემ მიაწოდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.